მიხეილ ჯანელიძე: მაღალი რანგის შეხვედრები ესტონეთში

© MFA of Georgiaსაქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრები მიხეილ ჯანელიძე, ანდრე გალბური და პავლო კლიმკინი
საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრები მიხეილ ჯანელიძე, ანდრე გალბური და პავლო კლიმკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპელმა დიპლომატებმა საქართველოს წარმატება აღნიშნეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" კოლეგებთან მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში მნიშვნელობანი შეხვედრები გამართა. შეხვედრების დღის წესრიგში იყო სამიტი, რომელიც ბრიუსელში 24 ნოემბერს ჩატარდება.

ორმხრივი შეხვედრები

პირველი შეხვედრა ტალინში ჯანელიძემ ავსტრიელ კოლეგასთან, სებასტიან კურცთან გამართა. შეხვედრაზე კურცმა აღნიშნა, რომ ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წარმატებებს ხაზი გაუსვა.

ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა საიმონ კოვენეიმ ჯანელიძესთან ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო თანდათან ყალიბდება მნიშვნელოვან ეკონომიკურ და საინვესტიციო ჰაბად რეგიონში და მნიშვნელოვან ინტერესს იძენს ევროპა-აზიის სავაჭრო და სატრანზიტო კავშირების თვალსაზრისით.

ჯანელიძემ ასევე გამართა მოლაპარაკებები ხორვატიის ვიცე-პრემიერთან საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მარია პეჟინოვიჩ ბურიჩთან და ის საქართველოში მოიწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ხორვატიას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, მათ შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.

სამმხრივი შეხვედრა

სამმხრივი შეხვედრის ფორმატში ტალინში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა. განხილვის მთავარი თემა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტი გახდა.

საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიხეილ ჯანელიძემ, ანდრე გალბურმა და პავლო კლიმკინმა მომავალ ღონისძიებასთან დაკავშირებით ერთმანეთს მოლოდინები გაუზიარეს და აღნიშნული კონტექსტით საერთო ხედვა ჩამოაყალიბეს. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გზები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო სფეროებში. ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის ზონის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაციას.

ჯანელიძის ვიზიტი ტალინში ესტონელ კოლეგა სვენ მიქსერთან შეხვედრით დასრულდა. მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ქვეყნებს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომლის ფარგლებში ესტონეთი საქართველოს თავის გამოცდილებას უზიარებდა. კერძოდ, ქვეყანაში საგადასახადო სიტემა ესტონელი სპეციალისტების მხარდაჭერით შეიქმნა.

პროგრამა "აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროსაბჭოსა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამათგან ბოლო სამმა 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელების დონეზე 2012 წლიდან იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0