თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ჭადრაკში მსოფლიო თასის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ ნოკაუტ-სისტემით გამოსვლა ერთდროულად რამდენიმე ფავორიტმა დაასრულა. თასის გათამაშება თბილისში ფიდეს ეგიდით ამ დღეებში მიმდინარეობს.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახდა მსოფლიოს მე-15 ჩემპიონის, ინდოელი ვიშვანატანა ანანდის მარცხი. მეორე რაუნდში ანანდი, რომელიც ფიდეს მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, კანადელ ანტონ კოვალიოვს შეხვდა, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეების ასეულშიც კი არ შედის, და პარტია წააგო.
მესამე ტურში გადასვლა ვერ შეძლო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, რუსმა სერგეი კარიაკინმაც. ორი პარტიის შედეგებით მან თავის თანამემამულე დანიილ დუბოვთან წააგო.
მოულოდნელი იყო ასევე ბრიტანელი მაიკლ ადამსის დამარცხება, რომელმაც მაქსიმ როდშტეინთან (ისრაელი) წააგო.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი შემდეგ სტადიაზე უპრობლემოდ გადავიდა — მოუგო რუს ალექსეი დრეევს. ასევე იოლად დასძლია მეტოქე — ანტონ დემჩენკო (რუსეთი) მსოფლიოს მე-14 ჩემპიონმა ვლადიმირ კრამნიკმა.
რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკეებს, ერთადერთმა წარმომადგენელმა ბაადურ ჯობავამ ჩინელ იუ იანგიუსთან ორივე პარტია ყაიმით დაასრულა. გამარჯვებულს ტაი-ბრეიკი გამოავლენს.
მსოფლიო თასი თბილისში 28 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 1 600 ათასი აშშ დოლარია.