ერლომ ახვლედიანის რომანი ფრანგულად ითარგმნა

© Sputnik / Denis Aslanovრომანი "კოღო ქალაქში"
რომანი კოღო ქალაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში რომანს „კოღო ქალაქში“ „სიგიჟითა და პოეზიით სავსე, ბრწყინვალე და ფანტასმაგორიული ნაწარმოები“ უწოდეს.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მწერლისა და სცენარისტის ერლომ ახვლედიანის ბოლო რომანი „კოღო ქალაქში“ ფრანგულ ენაზე ითარგმნა.

წიგნი, რომელსაც ახვლედიანი 1960 წლებიდან სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წერდა, ფრანგულმა გამომცემლობა Le Serpent à Plumest-მა გამოსცა.

თარგმანი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ფრანგულ მხარესთან ქართული გამომცემლობა Publishing House Siesta-ს თანამშრომლობით განხორციელდა.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, თარგმანზე რუსუდან თურნავა და იზაბელ რიბადო მუშაობდნენ.

შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ გამოცემებს გამოფენენ

„საქართველოს ყველა კოღო განადგურდა, გარდა ერთი, ცისფერთვალება კოღოსი უმაღლესი მისიით: პირისპირ შეხვდეს მკვლელს, რომელიც მას სადღაც ქალაქში ელოდება. და ის ქალაქის ერთი ქუჩიდან მეორისკენ მიფრინავს, ათვალიერებს მკვლელის ოთახს, ელოდება ფინალურ პაემანს. თუმცა, ფრთხილად იყავით, მისმა ხორთუმმა შეიძლება სიყვარული გამოყოს და ახალგაზრდა ადამიანები ამ გრძნობას დანებდნენ“, — წერს ფრანგული გამოცემა ერლომ ახვლედიანის წიგნის შესახებ.

გამომცემლობა Le Serpent à Plumest ქართველი მწერლის წიგნს ბრწყინვალე, ფანტასმაგორიულ ნაწარმოებს, სიგიჟითა და პოეზიით სავსეს უწოდებს.

ერლომ ახვლედიანი 1933 წელს თბილისში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასევე უმაღლესი სასცენარო კურსები.

ერლომ ახვლედიანი არის ისეთი კინოფილმების სცენარისტი, როგორებიცაა: „აპრილი“, „ფიროსმანი“, „გზა შინისაკენ“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“. 1980 წელს ერლომ ახლედიანს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა, როგორც ფილმ „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ სცენარის თანაავტორს. 1999 წელს უნგრელმა რეჟისორმა პეტერ მესაროშმა მისი „ვანო და ნიკოს“ მიხედვით ფილმი „სულელი ფროთოხლის ხე“ გადაიღო. მოთხრობისთვის „კოღო ქალაქში“ 2011 წელს ქართველ მწერალს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0