დემეტრაშვილი: გადავკვეთე ჩრდილოეთ-პოლარული წრე და ვიყავი ლაპლანდიაში
„შარშან მე და ჩემი მეგობარი შობის ღამეს ჩავფრინდით ჰელსინკში. იქ 14 იანვრამდე დავრჩით. გადავკვეთეთ ჩრდილოეთ-პოლარული წრე. ვიყავით ფინეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში. შუა ზამთარი იყო, ამ დროს იყო ყინვა —23 გრადუსი. ასევე ვიყავით ლაპლანდიაში. თეთრი ირმებით ვისეირნეთ და თოვლის ბაბუასაც ჩავეხუტეთ. მართლაც საოცარი მოგზაურობა იყო“, — იხსენებს მედეა დემეტრაშვილი.
მისი განცხადებით, წლების წინ გაეროში მუშაობდა და ხშირად უწევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად უცხო ქვეყანაში გამგზავრება, რის შედეგადაც უამრავი სასიამოვნო მოგონება დაუგროვდა.