ანტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

© AFP 2024 / ANATOLIAN NEWS AGENCY სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში
სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში საქართველოს 59 წლის მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში მუსიკოსად მუშაობდა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ის სასტუმროში მუსიკოსად მუშაობდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უბედური შემთხვევა კვირის დასაწყისში მოხდა. ცხედარი უკვე ჩამოასვენეს სამშობლოში.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 59 წლის მამაკაცი, რომელიც სასტუმროში მუსიკოსად მუშაობდა. მან სასტუმროს ნომერში თავი შეუძლოდ იგრძნო, მეგობარმა დასახმარებლად ექიმებს მიმართა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0