კიევში ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

© REUTERS / Valentyn Ogirenkoგამომძიებლები და პოლიცია კიევში აფეთქების ადგილზე
გამომძიებლები და პოლიცია კიევში აფეთქების ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიევის ცენტრში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ავტომობილის აფეტქებისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იუწყება უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„დღეს ბესარაბიის ბაზართან მოხდა ტერაქტი, რომლის შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური… გამოძიება შეისწავლის ყველა ფაქტსა და დეტალს, რომელიც ამ საშინელ მკვლელობას ეხება. მედიის ინფორმაციით, თემური საკმაოდ არაორდინარული პიროვნება იყო", — დაწერა მან.

ის ასევე აცხადებს, რომ მახაური შამილ ბასაევის ლიკვიდაციასთან იყო დაკავშირებული. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ მახაური (იგივე რუსლან პაპასკირი) საქართველოში ცნობილია, როგორც 2012 წლის სექტემბერში ლაფანყურში მომხდარი მოვლენების მონაწილე.

მახაურის გარდა, ავტომობილში იმყოფებოდნენ ქალი და ბავშვი. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ბავშვი არ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0