ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში გარე განათების ხაზები დააზიანა

გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საღამოს ქარი უფრო გაძლიერდება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ძლიერმა ქარმა, რომელიც რამდენიმე საათის წინ თბილისში ამოვარდა, ქალაქის სხვადასხვა უბანში გარე განათების ხაზები დააზიანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სვანეთი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა

როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, დიდუბისა და დიღმის რაიონში დაფიქსირდა ხეების მცირე დაზიანება.

„ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჩხიკვიშვილისა და ლუბლიანას ქუჩაზე დაზიანდა გარე განათების ხაზები, რამაც ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია. ინფორმაცია „თელასს" დროულად მივაწოდეთ და მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე აღუდგა. რაც შეეხება სხვა სახის დაზიანებებს, შემოვიდა ინფორმაცია, რომ მოხდა ხის ტოტების ცვენა", — აღნიშნეს  კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის პროგნოზით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში 7 სექტემბერს, საღამოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები ქალაქში საღამოს ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ. მათი ინფორმაციით, ქარი 8 სექტემბრიდან თანდათან შესუსტდება.

ყველა ახალი ამბავი
0