თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თემქაზე, თბილისის ზღვის ასასვლელთან ხანძარია. ცეცხლი ზურაბ წერეთლის მონუმენტებთან მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო ეკიპაჟი და 30-მდე მეხანძრეა მობილიზებული.