სიღნაღთან ახლოს მინდორი იწვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიღნაღში მშრალი ბალახი იწვის, ადგილზე 30 მეხანძრეა მობილიზებული

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მეხანძრეები ცდილობენ ჩააქრონ ხანძარი, რომელიც სიღნაღის რაიონის სოფლებ მაღაროსა და ილიასწმინდას შორის მინდორზე გაჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

სააგენტოს მონაცემებით, ხანძარი ნახევარი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა და 30 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ცეცხლი, ძირითადად, მშრალ ბალახს უკიდია.

სიტუაციას ძლიერი ქარი აფერხებს, რომელიც ხუთშაბათს ამოვარდა.

ხანძრის გავრცელების ზუსტი ფართობი უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0