ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოფურია დაშორების მიზეზებს არ აკონკრეტებს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. პოპულარული ჯგუფი A-Студио-ს სოლისტმა ქეთა თოფურიამ აღიარა, რომ მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად დიდი ხანია აღარ ცხოვრობს, ხოლო მას შვილის გამო მადლობას უხდის.

ქეთა თოფურიას Instagram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც გეიხმანი ქალიშვილ ოლივიასთან ერთად სეირნობს, მომღერალი წერს:

„ლევ, მადლობა შენ ბედნიერებისთვის სახელად ოლივია! მე შენ ძალიან მიყვარხარ, თუმცა, ჩვენ ერთად დიდი ხანია აღარ ვართ, მაგრამ ჩვენ ოჯახი ვართ, მეგობრები, და ეს სამუდამოა!

 

ასე რომ, რუსული ესტრადის ვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა ქმართან დაშორება. წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნო, თუმცა ისინი ოფიციალურად 2013 წელს დაქორწინდნენ.

ქეთა თოფურია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი, მოდური და ნიჭიერი ქართველი მომღერალია. მან А-Студио-ს ახალი სოლისტის ამპლუაში რუსული ესტრადა მალე დაიპყრო არა მხოლოდ ლამაზი ხმით, არამედ ასევე ეგზოტიკური გარეგნობით. ამჟამად ოცდაათი წლის ქეთა არა მხოლოდ წარმატებული მომღერალი, არამედ პერსპექტიული დიზაინერია.

ყველა ახალი ამბავი
0