გიორგი კვირიკაშვილი: EBRD-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია
„ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესზე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე EBRD-ს პრეზიდენტის ორდღიან ვიზიტს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში სექტემბრის დასაწყისში გაიმართა.