ფოთში ძლიერმა წვიმამ ცენტრალური ქუჩები დატბორა

© REUTERS / Stringerდატბორილი ქუჩები
დატბორილი ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთში ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ფოთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, ამის შესახებ ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი იტყობინება.

დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. ქალაქში წყლები დგას, რის გამოც გადაადგილების პრობლემა ექმნება ავტომობილებს და ქვეითად მოსიარულეებს.

როგორც ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზურაბ ჯამბურია აცხადებს, ქალაქში არსებული შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო, წყალს გადინება უჭირს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალაქში ყოველი წვიმის დროს, მსგავსი პრობლემები იქმნება, რადგანაც სანიაღვრე არხები გაუმართავია.

ამდროისთვის ფოთში აღარ წვმიმს, თუმცა მოსახლეობა შიშობს, თუ უხვი ნალექი კვლავ გაგრძელდა, მათი საცხოვრებელი სახლების ეზოებიც დაიტბორება.

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0