ზურა ხაჩიძე: ეს კონტაქტი ორივემ ვიგრძენით, ამის მერე ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა
„სტუდიაში ერთ-ერთ ჩვეულებრივ რიგით სიმღერას ვწერდით ჯგუფი. ამ დროს რუსა მორჩილაძე ხათუნასთან ერთად შემოვიდა. მაშინვე მომეწონა, ძალიან მაგარი გარეგნობის გოგო იყო. ეს კონტაქტი ორივემ ვიგრძენით. ამის მერე ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა“, ამბობს ხაჩიძე.
მისი განცხადებით, ამ წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც დაქორწინდნენ და უკვე 16 წელია ბედნიერად ცხოვრობენ. წყვილს ერთი შვილი, ულამაზესი ანასტასია ჰყავს.