თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას მეოთხე შვილი შეეძინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ აშშ-ში იმშობიარა. პატარა ნიცა 4 კგ და 100 გრამი დაიბადა.
„Sputnik საქართველო“ ულოცავს საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანს პატარა ნიცას დაბადებას!