მაღალმთიან აჭარაში დაახლოებით 900 ადამიანი აქრობს ტყეში გაჩენილ ხანძარს, მათ ეხმარება ორი ვერტმფრენი. იხილეთ ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში.
ხანძარი შავნაბადაზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ამ დროისათვის ნამწვარია რამდენიმე ჰექტარი ტყე. ხანძრის ჩაქრობას ართულებს მთის რელიეფი, რის გამოც მეხანძრეები ვერ ახერხებენ ხანძრის კერებთან საკმარის მანძილზე მიახლოვებას. შემთხვევის ადგილზე გაყვანილია დროებითი გზა, მეხანძრეებმა და მაშველებმა ყველა ზომა მიიღეს იმისათვის, რომ ხანძარი მეტად არ გავრცელდეს. სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 900 მეხანძრე, მაშველი და პოლიციის თანამშრომელი. შექმნილია ოპერატიული შტაბი, მის მუშაობს ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე.

შავნაბადაზე ხანძრის ლიკვიდაციაში ასობით მეხანძრე და მაშველი მონაწილეობდა

ამ დროისათვის უკვე ოთხ ჰექტარზე მეტი ტყეა დამწვარი

აჭარაში გაჩენილ ხანძარს ორი ვერტმფრენი ებრძვის, ერთ-ერთი მათგანი თურქეთიდანაა

ხანძრის ადგილზე დროიებითი სამ კილომეტრიანი გზა გაიყვანეს, რათა სახანძრო ტექნიკამ ხანძრის კერებთან მიახლოება შეძლოს

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობენ მეხანძრეები, მაშველები, პოლიციის თანამშრომლები და მეტყევეები

შავნაბადას ტყე ჯერ კიდევ იწვის, თუმცა საგანგებო შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ახალი კერები არ წარმოქმნილა

მაშველები და მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას და ღებულობენ ყველა ზომას, რათა ხანძარი მეტად არ გავრცელდეს

ხანძრის ჩაქრობას ართულებს მთის რელიეფი

შემთხვევის ადგილზე შექმნილია ოპერატიული შტაბი, მის მუშაობს ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე. ფოტოზე: ზურაბ პატარაძე სახანძრო აღჭურვილობას ათვალიერებს

მაშველებსა და საგზაო სამსახურებს დროებითი გზა გაჰყავთ

მეხანძრეები და მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ

ტყის ხანძრის ჩაქრობა ჰაერიდან - ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ხანძართან საბრძოლველად

აჭარის მთავრობის ხელძღვანელი ზურაბ პატარაძე ტყის ხანძრის ლიკვიდაციის დროს შემთხვევის ადგილზე მივიდა

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე დამატებითი ძალები იგზავნება

ხანძრის ჩასაქრობას მეხანძრეები და მაშველები აჭარის სამი რაიონიდან - ხულოდან, ქედადან და შუახევიდან წარგზავნეს