თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე 104:91 სძლია და ფაქტობრივად, პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა.
ქართველებმა პირველი სამი მეოთხედი წააგეს, მაგრამ დასკვნითი მონაკვეთი მოიგეს და მატჩი ოვერ-ტაიმში გადაიყვანეს
დამატებითი ხუთი წუთი ილიას ზუროსის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა — 15:2.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო — მან 25 ქულა დააგროვა.
ჯგუფური სტადიის დასკვნით მატჩში, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები იტალიას შეხვდება. თუ საქართველო გაიმარჯვებს, მისი 1/8 ფინალში მოხვედრა გარანტირებულია; თუ იტალიელები გაიმარჯვებენ, საქართველო განაგრძობს ბრძოლას იმ შემთხვევაში, თუ პარალელურ მატჩში უკრაინა ისრაელთან დამარცხდება.
მატჩი საქართველო-იტალია თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.