საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ავსტრიასთან მატჩი ფრედ დაამთავრა

© photo: Sputnik / STRINGERსაქართველო-ირლანდიის დაპირისპირება ფეხბურთში
საქართველო-ირლანდიის დაპირისპირება ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა და ავსტრიელმა ფეხბურთელებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს და ორივე - პირველ ტაიმში

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ავსტრიის წინააღმდეგ შეხვედრა 1:1 დაასრულა. მატჩი ვენაში გაიმართა.

ქართველი ფეხბურთელები უკვე მერვე წუთზე დაწინაურდნენ — გოლი ვაკო გვილიამ გაიტანა.

გაშვებული ბურთის შემდეგ მასპინძლებმა ინიციატივა აიღეს და ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხეს. გოლის ავტორია ლუის შაუბი.

მეორე ტაიმში გუნდებმა რამდენიმე საშიში მომენტი შექმნეს, თუმცა — უშედეგოდ.

შესარჩევ D ჯგუფში ჩატარებული რვა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ხუთი ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს.

ამავე ჯგუფის პარალელურ მატჩებში ირლანდიამ საკუთარ მოედანზე სერბეთს დაუთმო — 0:1, ხოლო უელსმა გასვლით თამაშში მოლდოვას ასეთივე ანგარიშით მოუგო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 6 ოქტომბერს უელსის წინააღმდეგ თბილისში გამართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0