თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ყაზბეგში პოლონელი ტურისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მყინვარწვერზე მოხდა.
როგორც „Sputnik — საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა.
პოლონელი ტურისტის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.