თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
საპირისპიროდ მოძრავი Honda-სა და Ford-ის მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ Honda-ს მარკის ავტომობილის მგზავრი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.