შავ ზღვაზე შტორმს ელოდებიან

© photo: Sputnik / STRINGERშეკვეთილი შტორმის წინ
შეკვეთილი შტორმის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. შავ ზღვაზე მოსალოდნელია 5-ბალიანი შტორმი, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბათუმის საზღვაო პორტის თანამშრომელმა.

მაშველები მოუწოდებენ დამსვენებლებს არ შევიდნენ წყალში და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

„მოსალოდნელია ასევე წამში 20 მეტრის სიჩქარის ქარი. მაშველები ნაპირზე მოძრაობენ და ყველას მოახლოებული შტორმის შესახებ აფრთხილებენ", — განაცხადა სააგენტოს რესპონდენტმა.

შავ ზღვაზე შტორმი 31 აგვისტოსაც დაფიქსირდა. თუმცა 1 სექტენბერს გამოიდარა.

ყველა ახალი ამბავი
0