საქართველოში თაღლითები დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა საერთო ჯამში 11 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთები მიითვისეს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2016–2017 წლებში ყალბი მინდობილობების გამოყენებით თბილისში თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიისა და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ ჯამში 11 444 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს.

აღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით („თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით“) დაიწყო, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0