საქართველო გზებზე სიკვდილიანობის დონით პირველ ადგილზეა

© Sputnik / Nodar Maisuradzeავტოსაგზაო შემთხვევა ოსიაურში
ავტოსაგზაო შემთხვევა ოსიაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინულმა კომპანია Corestone Corporation-მა დაასახელა ქვეყნები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი და დაბალი დონეა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. უკრაინული ანალიტიკური ჯგუფი Corestone Corporation-ის მონაცემებით, გზებზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დონე საქართველოშია, რომლის შემდეგაც მოდის რუსეთი და სომხეთი.

საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილის 163,6 შემთხვევა მოდის, რუსეთში – 160,4, ხოლო სომხეთში — 114,7, ნათქვამია კვლევაში „სიკვდილიანობა ავტოსაგზაო შემთხვევებში: უკრაინა და მსოფლიო“, რომელიც 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა.

გზებზე სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი — მალტაზე და სკანდინავიის ქვეყნებშია. ნორვეგიაში 1 მილიონ მოსახლეზე მოდის 22,5 უბედური შემთხვევა, მალტაზე — 25,5, ხოლო შვედეთში — 26,4.

ივლისში საქართველოში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საგზაო მოძრაობის წესების კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. აღნიშნული  ცვლილებები აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ იმატა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში 3 ათასი ადამიანი დაზარალდა.

ყველა ახალი ამბავი
0