რას ურჩევს საია საოლქო კომისიებს

გამოწერა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" საოლქო კომისიებს ურჩევენ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესში, უპირატესობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მიუკერძოებელ ადამიანებს მიანიჭონ.
რას ურჩევს საია საოლქო კომისიებს

„პოლიტიკური შემხებლობის მქონე პირები, ანუ ისეთი პირები, რომლებიც პარტიებთან იყვნენ ასოცირებულები წინა არჩევნებზე, მოიაზრებიან ხოლმე და არიან ხოლმე შერჩეულები, როგორც პროფესიული ნიშნით კომისიის წევრებად. ეს კანონმდებლობის დარღვევას არ წარმოადგენს, უნდა აღინიშნოს, თუმცა, გარკვეულწილად ქმნის რისკებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული"- განაცხადა საიას საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ლელა ტალიურმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-თან საუბრისას.

2017 წლის 30 აგვისტოს დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი. 73 საარჩევნო ოლქის 3635 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 810 ვაკანტურ ადგილზე, სულ შევიდა 28 666 კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება/დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე ჯამში შეადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის 25 445 წევრს.

ყველა ახალი ამბავი
0