.
კობახიძე:„ძალიან დახვეწილი კონსტიტუციური პროექტი გვაქვს“
„ჩვენ გვაქვს შემუშავებული ძალიან დახვეწილი კონსტიტუციური კანონის პროექტი და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენით", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას.
2016 წლის ბოლოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მაისში დაასრულა. საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების გარდა, საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.