საგანგებო შტაბის საკონტროლო გაფრენა კახეთში ცეცხლის კერების თავზე — ვიდეოკადრები

გამოწერა
ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება ართანის ტყეში, მთა-თუშეთშიცა და სოფელ შილდის ტყეშიც.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანის მიმდებარე ტყეში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესი ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ალპურ ზონასა და ფოთლოვანი ტყის ნაწილში. ადგილზე არსებული რთული რელიეფური პირობების გამო მეხანძრე-მაშველები ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებს იყენებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია სამი ვერტმფრენი.

ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება მთა-თუშეთშიც, სოფელ ხახაბოს მახლობელ ტყეში. რთული რელიეფის მიუხედავად, მთის ფერდობზე შესაძლებელი გახდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დამონტაჟება და ცეცხლის კერების დამუშავება.

რაც შეეხება ყვარლის რაიონის სოფელ შილდას, იქ მეხანძრე-მაშველები ახლა ნახანძრალ ტერიტორიას ამუშავებენ და ხანძრის სრულ ჩაქრობამდე დარჩებიან ადგილზე.

ყველა ახალი ამბავი
0