თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა ფეხმძიმედაა.
ეს სასიხარულო ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედს" (Imedi) სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
პრეზიდენტმა და მხატვარმა, ვიზაჟისტმა და მსახიობმა მაკა ჩიჩუამ ურთიერთობებს ოფიციალური სახე 2014 წლის სექტემბერში მისცეს. 2015 წლის 2 თებერვალს მათ ვაჟი თემო შეეძინათ.
მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს სრულწლოვანი ქალიშვილი ანა, ხოლო პირველ ლედის — მაშო.