დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუბილარია. ის 48 წლის გახდა.
რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტი უამრავ მილოცვას მიიღებს როგორც სხვა სახელმწიფოთა ლიდერების, ისე პოლიტიკოსების, მეგობრებისა თუ ქვეყნის მოქალაქეებისგან. მაგრამ ერთ მილოცვა ყველასგან გამორჩეული იქნება. ეს ქართველ მერლინ მონროდ წოდებული მსახიობის მარიამ ციმინტიას მილოცვაა, რომელმაც ნამდვილი მერლინის მიბაძვით, სიმღერითა და ორიგინალური ვიდეოკლიპით მიულოცა მარგველაშვილს დაბადების დღე.