ნათელაშვილი: წვიმის მადლს და მისგან ჩაქრობილ ცეცხლს მთავრობა თავის თავზე იწერს
„ხელისუფლება ვერ შეეშვა ჯიპებს, ძვირადღირებულ ავეჯს და ვერ შექმნა ელემენტარული ხანძარსაწინააღმდეგო ავიაცია. დღეს მათი ამორალიზმი იქამდე მივიდა, რომ წვიმის მადლს და მისგან ჩამქრალ ცეცხლს თავის თავზე იწერენ“, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ლეიბორისტთა ლიდერი მოითხოვს, რომ გადამწვარი ხეობის აღდგენა ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ბიუჯეტიდან მოხდეს.