იმედაძე: ვკითხე სად არის სერგუნა მეთქი და ცაში აიხედა, არ მახსოვს როგორ დავეცი დაბლა
„ტელეფონით ველაპარაკებოდი, უკვე ვემშვიდობებოდი, როცა ავარია მოხდა. საშინელი ხმა ჩამესმა, თითქოს თვითმფრინავის გუგუნი იყო და გაითიშა. ვერ მივხვდი რა ხმა იყო, რას ვიფიქრებდი… გადარეკვა აღარ მიცდია. გადავდე ტელეფონი და დავიძინე. დილით მისმა მეგობარმა მითხრა რაც მოხდა“, – იხსენებს იმედაძე.
ქრისტინე იმედაძის თქმით, ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული დღეები, რომელსაც დღესაც ვერ ივიწყებს. მის ფონზე კი ყველა მამაკაცი შავ-თეთრ ფერებში ეჩვენება.