ბახვა ბრეგვაძე: ჯარში ჭარბი წონის გამო დამბრაკეს
„სამხედრო ბილეთი უნდა ამეღო. მივედი შემოწმებაზე. როცა სასწორზე დამაყენეს, თვალები შუბლზე ამივიდა. 123 კილოზე მეტი ვიყავი. მეგობრები სულ დამცინოდნენ 100 კილო იქნებიო. ასი კილო კი არა ბევრად მეტი ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, დამბრაკეს“, – ამბობს ბახვა ბრეგვაძე.
მსახიობის განცხადებით, როცა ძალიან შეაწუხა ჭარბმა წონამ, სასწრაფოდ დაიწყო ვარჯიში და დაჯდა დიეტაზე. რამე განსაკუთრებული დიეტა არ შეუმუშავებია, უბრალოდ, ძალიან ცოტა საკვებს მიირთმევდა.