Sputnik-ის ახალგაზრდა ჟურნალისტების სკოლა

© photo: Sputnik / ТрефиловSputnik -ის ახალგაზრდა ჟურნალისტიკის სკოლა
Sputnik -ის ახალგაზრდა ჟურნალისტიკის სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
20-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი გაემგზავრა მოსკოვში, რათა მონაწილეობა მიიღოს Sputnik-ის ახალგაზრდა ჟურნალისტის სკოლაში.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა დაიწყო Sputnik-ის ახალგაზრდა ჟურნალისტის მორიგი სკოლა, რომელიც 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სკოლის სექტემბრის სესია ორიენტირებულია ახალგაზრდა ჟურნალისტებზე დსთ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და საქართველოდან. მონაწილეთა შორისაა მასმედიის ოცზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის საინფორმაციო სააგენტოებიდან APA (აზერბაიჯანი), "ყაზინფორმი“ (ყაზახეთი), "მედიამაქსი" (სომხეთი), "ოზოდაგონი" (ტაჯიკეთი), Uzbekistan Today (უზბეკეთი), ყირგიზეთის საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია, "ბელტელერადიოკომპანია" (ბელარუსი), სომხეთის საზოგადოებრივი ტელეკომპანია და სხვ.

© photo: Sputnik / ТрефиловSputnik-ის ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლა
Школа молодого журналиста Sputnik в Москве - Sputnik საქართველო
Sputnik-ის ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლა

ღონისძიებების ფარგლებში საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოს მუშაობას, ონლაინ-მასმედიისთვის ახალი ამბების კონტენტის შექმნის თავისებურებებს, ასევე მასალების SMM-ით პოპულარიზების სპეციფიკას. ცალკე ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს — მასტერ-კლასებზე ახალგაზრდა ჟურნალისტები გამოცდილი ექსპერტების ხელმძღვანელობით განიხილავენ თანამედროვე მასმედიის წინაშე მდგარი სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტის ვარიანტებს.

"პირველ რიგში, ვვარაუდობთ, რომ სკოლა გახდება ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების ჟურნალისტების პროფესიული დიალოგის ადგილი. საინტერესო და სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ჩვენი სააგენტოს მუშაობის შესახებ საუბარი, არამედ ასევე იმის გაგება, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი კოლეგები", — აღნიშნა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ ანდრეი ბლაგოდირენკომ.

© photo: Sputnik / ТрефиловSputnik-ის ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლა
Школа молодого журналиста Sputnik в Москве - Sputnik საქართველო
Sputnik-ის ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლა

Sputnik-ის ახალგაზრდა ჟურნალისტის სკოლა ხორციელდება დსთ-ის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ("როსსოტრუდნიჩესტვო") საკითხებში ფედერალური სააგენტოს პროგრამა "ახალი თაობის" ფარგლებში. მასმედიის სფეროში გამოცდილების საერთაშორისო გაცვლის შესახებ უნიკალური პროექტის მონაწილე 2015 წლიდან 100-ზე მეტი ახალგაზრდა გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0