თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის გარეუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქალი და მამაკაცი, სავარაუდოდ, უკრაინელები დაშავდნენ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მინდია კახიძემ.
ავტოავარია რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაშავებული ქალბატონი მრავლობითი მოტეხილობებით გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მამაკაცი — რესპუბლიკურში. ამ უკანასკნელს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.