არგენტინის ციხეში მტრედი-ნარკოკურიერი მოკლეს

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიმტრედი ციხის საკნის ფანჯრიდან
მტრედი ციხის საკნის ფანჯრიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მტრედს პატიმრებისთვის ნარკოტიკები მიჰქონდა

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. არგენტინის პოლიციამ საფოსტო მტრედი მოკლა, რომელიც ქალაქ სანტა-როსის ციხეში პატიმართათვის ნარკოტიკებს ეზიდებოდა, იუწყება Риа Новости სააგენტო „ფრანს-პრესზე" დაყრდნობით.

მტრედი მაშინ შენიშნეს, როდესაც ის ციხის ტერიტორიასთან მიფრინდა. ოფიცრებმა ფრინველს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ესროლეს, მას სხეულზე აღმოუჩინეს პატარა ტომარა, რომელშიც იყო აბები, მარიხუანა და ფლეშ-ბარათი.

სააგენტოს ცნობით, ნარკოდილერები სპეციალურად ნასწავლ მტრედებს ნარკოტიკების გასავრცელებლად იყენებენ. ზოგიერთი ასეთი მტრედი დღეში 15 რეისამდე ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0