თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი წყალბადის ბომბი ჩრდილოეთ კორეში გამოცადეს, იუწყება РИА Новости ცენტრალურ ტელევიზიაზე დაყრნობით.
„წყალბადის საბრძოლო მუხტის გამოცდამ, რომელიც კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის არის განკუთვნილი, წარმატებით ჩაიარა", — იუწყება ტელეარხი.
ცდის ჩატარების ბრძანება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ირმა გასცა.
5,6 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოლიგონის ფხუნგერის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა დედამიწის ზედაპირზე მდებარეობდა.
მომხდართან დაკავშირებით იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ქვეყნების უშიშროების საბჭოების საგანგებო სხდომები ჩატარდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას დაავალა, აშშ-ის, სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და რუსეთის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაში შესაძლო ბირთვული ცდის შესახებ ინფრომაციის შეგროვება და ანალიზი ჩაატაროს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ცდის გამო ტოკიომ ფხენიანს დიპლომატიური არხებით მტკიცე პროტესტი გაუგზავნა და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო მოწვევას მოითხოვს.