თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ქობულეთში ზღვაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მოზარდის სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობდა.
ქობულეთში ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბავშვი ტალღამ გაიტაცა.
სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო საზღვაო ტრანსპორტიც.