მთაწმინდაზე ხანძრის ლიკვიდაციაზე ვერტმფრენიც მუშაობდა - ვიდეოკადრები

გამოწერა

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაზე, გარდა 10 სახანძრო მანქანისა ვერტმფრენიც მუშაობდა.

მეხანძრეებმა ორიოდე საათში შეძლეს მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება და სრულად ჩაქრობა. შემთხვევის ადგილზე 50 მეხანძრე, 10 სახანძრო მანქანა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი მუშაობდნენ.

ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციამდე მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო. პოლიცია გზას მხოლოდ საგანგებო სამსახურისა და ადგილობრივი მცხოვრებლების კუთვნილ ავტომობილებს ატარებდა.

იხილეთ Sputnik-საქართველოს მიერ გადაღებული ვიდეოშემთხვევის ადგილიდან.

ყველა ახალი ამბავი
0