კახეთში სოფელ შილდასთან ტყეს ცეცხლი უკიდია

© Sputnik / Alexander Imedashviliხანძრის ლიკვიდაცია
ხანძრის ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ცეცხლის მოსახლეობაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ცეცხლის მცირე კერა ფიქსირდება ყვარლის რაიონის სოფელ შილდასთან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“(Rustavi 2).

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მცირე ნაწილს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია ყვარლის, გურჯაანისა და თელავის სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ცეცხლის მოსახლეობაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0