სვანეთში მეწყერი ჩამოწვა

© FB / MestiaMunicipalityსიტუაცია სვანეთში
სიტუაცია სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სვანეთში, ბეჩოს ხეობის სოფელ მაზერში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

როგორც მესტიის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

„არანაირი საშიშროება არ არის, რომ დასახლებულ პუნქტს საფრთხე შეექმნას. მეწყერი 100 მეტრზე ჩამოწვა, სოფლამდე 2 კილომეტრია. მეწყერი უშბის პლატოს მეორე მხარეს ჩამოწვა. რაც შეეხება მდინარეს, მდინარემდე მეწყერის ადგილიდან 4 კილომეტრია", — განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

გუშინ მესტიაში ასევე ერთდროულად სამი მდინარე — მულხურა, დოლრაჭარა და მესტიაჭალა ნაპირებიდან გადმოვიდა, წყალმა წაიღო ხიდები და გზები, ხოლო სოფელი ჩოლაში გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფელ ლენჯერშიც ხევი ადიდდა და გზებზე პრობლემები შექმნა.

ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა რაჭაში, ლუხუნის ხეობაშიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების საფრთხე ხვალაც შენარჩუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0