თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი თბილისში ირლანდიის გუნდთან ანგარიშით 1:1 დაასრულა.
სტუმრებმა ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნეს. მცველმა შეინ დაფიმ საირუს კრისტის გადაცემა თაური დარტყმით დაასრულა.
ამის შემდეგ ბრიტანელებმა ინიციატივა მასპინძლებს გადასცეს და მიღებული უპირატესობის დაცვას შეუდგნენ. თუმცა 34-ე წუთზე მარტინ ონილის აღსაზრდელებმა ბრიტანელების დაცვა გაარღვიეს და ვაკო კაზაიშვილმა ზუსტი დარტყმა განახორციელა.
მეორე ტაიმში „დინამო არენაზე" თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. იყო რამდენიმე სახიფათო მომენტმი, რასაც მეკარე გიორგი მაკარიძისათვის საფრთხე არ შეუქმნია.
საბოლოო ჯამში შეხვედრა ფრედ დასრულდა — 1:1.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ახორციელებდა.
შესარჩევ ციკლში ეს ფრე საქართველოს ნაკრებისთვის მეოთხე გახდა. შვიდი ტურის შემდეგ საქართველოს გუნდის აქტივში ოთხი ქულაა და D ჯგუფში ის მეხუთე ადგილს იკავებს.
ჯგუფის ლიდერია სერბეთი, რომელმაც 15 ქულა დააგროვა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები გასვლაზე ავსტრიის წინააღმდეგ 5 სექტემბერს გამართავს. ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა ჩატარდება დუბლინში, სადაც ირლანდია სერბეთს უმასპინძლებს.