მიხეილ სააკაშვილის ძმა კიევში დააკავეს

© AP Photo / Efrem Lukatskyმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იტყობინება, რომ კიევში მისი ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს.

„დღეს გამთენიისას, შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვის რვა წარმომადგენელმა დააკავეს ჩემი ძმა დავით სააკაშვილი, როდესაც ის კიევში სახლიდან გამოდიოდა და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს", — წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მის ძმას უკრაინაში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია. მისი დაკავებით სააკაშვილზე ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ, რათა მან უკრაინაში დაბრუნება გადაიფიქროს, აცხდებს სააკაშვილი.

„ძალიან ცუდად მიცნობთ, ეს კიდევ უფრო მიმაგრებს ჩემს მისწრაფებას უკრაინა და უკრაინელები „ბარიგებისა" და მათი აღვირახსნილობისგან დავიცვა", — წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გადმოისროლეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან. მისი თქმით, მობილური ჯგუფების ამოცანაში მისი საზღვარზე არ გატარება და პასპორტის ჩამორთმევა შედის.

„მაშ ასე, საზღვარზე შევხვდებით", — დასასრულს აცხადებს სააკაშვილი.

მან ასევე ატვირთა მანქანის ფოტო, რომლითაც მისი ძმა წაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0