თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ორი დღეა მაშველები ზღვაში 12 წლის მოზარდს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია "Rustavi2".
ქობულეთში ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბავშვი ტალღამ გაიტაცა.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულია საზღვაო ტრანსპორტიც. არასრულწლოვანს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.