თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები არიან:
ქუთაისი — გიორგი ჭიღვარია
ბაღდათი — არჩილ გოგსაძე
ვანი — ალექსანდრე გოგორიშვილი
თერჯოლა — ბონდო სოფრომაძე
სამტრედია — ვალერიანე ფოცხვერია
საჩხერე — ბენიამენ ფალავანდიშვილი
ტყიბული — თემურ ჩუბინიძე
წყალტუბო — გრიგოლ იოსელიანი
ჭიათურა — პაატა ნადირაძე
ხარაგაული — ნიკოლოზ თოფურიძე
ხონი — ლადო ჯურხაძე
ზესტაფონი — კახაბერ მახათაძე.
კვირიკაშვილის განცხადებით წარდგენილ კანდიდატებს კარგად იცნობენ რაიონებში და თითოული მათგანი შერჩეულია პროფესიონალიზმის ნიშნით.
„თითოეული მათგანი შერჩეულია კვალიფიციურობის და პროფეიონალიზმის ნიშნით. ეს ის ხალხია, რომლებიც მაქსიმუმს გააკეთებენ ქართველი ხალხისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის", განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნების" სახელით მათ სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ თითოული მათგანი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებს.