იმერეთში თურქეთის მოქალაქის სატვირთო ტრაილერი გადაბრუნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარიაში დაშავებული თურქეთის მოქალაქე ქუთაისის საავადმყოფოში მოხვდა

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისსა და ზესტაფონს შორის ტრაილერი ავტომაგისტრალიდან გადავიდა და გადაბრუნდა, ავტოავარიის შედეგად დაშავდა ტრაილერის მძღოლი, თურქეთის 57 წლის მოქალაქე, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაზარალებული მკერდისა და თავის არეში ღია ჭრილობებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა", რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0