ბანგლადეშის მოქალაქეები საქართველოდან თურქეთში არალეგალურად შესვლას ცდილობდნენ

© Sputnik/Denis Aslanov„სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი
„სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მორიგი მცდელობა აღკვეთეს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ბანგლადეშის რვა მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 19-344-ე მუხლით („საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა"), რაც თავისუფლების აღკვეთით 4-დან 5 წლამდე ვადით ისჯება.

2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა 297-მა პირმა სცადა, აქედან 215 — საქართველოს მოქალაქე იყო. მეორე ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან (40), მესამეზე — თურქეთის (10).

ყველა ახალი ამბავი
0