ხანძარს მთაწმინდაზე ვერტმფრენით ჩააქრობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთაწმინდაზე ცეცხლთან საბრძოლველად სახანძრო ტექნიკა და ვერტმფრენია მობილიზებული

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მთაწმინდაზე ცეცხლის ჩაქრობაში შსს-ს ვერტმფრენი ჩაერთვება, დაწერა Facebook-გვერდზე უწყების პრეს-სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ.

"მთაწმინდაზე ხანძრის ლოკალიზების მიზნით ორი მხრიდან ხდება სახანძრო ტექნიკის მობილიზება, სამუშაოებში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი…", — დაწერა პერტაიამ.

ხანძარი მთაწმინდაზე დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, იწვის ბალახი.

 

ყველა ახალი ამბავი
0