უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ 5000-ზე მეტი პირველკურსელი ისწავლის

© photo: Sputnik / Stringerთსუ-ს პირველი კორპუსის შენობა
თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმაღლესი სასწავლებლების უფასო ფაკულტეტებზე 4000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსება 10500-ზე მეტმა პირველკურსელმა მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 224-ით მეტია. მათგან 5000-ზე მეტი სრულიად უფასოდ ისწავლის, ნათქვამია საქართველოს მთავრობის გვერდზე.

წელს სტუდენტი 28100 აბიტურიენტი გახდა, რაც 2016 წელთან შედარებით 394-ით მეტია.

უფასო ფაკულტეტებზე 4000-ზე მეტი აბიტურიენტი მოხვდა, 100%-იანი დაფინანსება (ფასიან ფაკულტეტებზე) 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. 70%-იანი გრანტი 1500-ზე მეტმა აბიტურინტმა მოიპოვა, 50%-იანი — 4800-მა აბიტურიენტმა.

გამოცდაზე - Sputnik საქართველო
პოპულარული სპეციალობები აბიტურიენტებისთვის 2017 წელს

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 673 აზერბაიჯანულენოვანი და 373 სომხურენოვანი ახალგაზრდა ჩაირიცხა. პროგრამის დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ, დამატებითი გამოცდების ჩაბარების გარეშე ისინი სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

წელს ნაკლებად მოთხოვნადი იყო სწავლის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მედიცინა და აგრარული სფერო. ყველაზე მოთხოვნადი იყო ბიზნესი, სამართალი, ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, ქართული ფილოლოგია.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა მონაწილეობის მიღება ყველამ ვერ შეძლო, რადგან სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა 39000-მდე აბიტურიენტმა მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0