სვანეთში ერთდროულად სამი მდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან, დანგრეულია გზები და ხიდები

© FB / MestiaMunicipalityვითარება სვანეთში წყალდიდობის შემდეგ
ვითარება სვანეთში წყალდიდობის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის შეუძლებელია სოფელ ჩოლაშთან მისვლა

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მესტიაში ერთდროულად სამი მდინარე — მულხურა, დოლრაჭარა და მესტიაჭალა ნაპირებიდან გადმოვიდა, წყალმა წაიღო ხიდები და გზები, ხოლო სოფელი ჩოლაში გარესამყაროს არის მოწყვეტილი, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" მესტიის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მისი ტქმით, მესტიაში ღამით ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა, ამან მდინარეების ადიდება გამოიწვია. პრობლემები შეიქმნა უშგულისკენ მიმავალ გზაზე.

"ადგილზე უკვე გავიდა სპეციალური ტექნიკა, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. სოფელი ჩოლაში გარესამყაროსაა მოწყვეტილი", — განაცხადა ჟორჟოლიანმა.

უამინდობამ პრობლემა შექმნა ასევე მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში, სადაც ხევი ადიდდა და გზებზე პრობლემები შექმნა. გზას მთელი ღამე წმენდდნენ და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0