,
სესიაშვილი „არსებული კრიზისების მართვის საბჭო ქვეყნაში არსებულ გამოწვევებს უნდა მოვარგოთ"
— „არსებული კრიზისების მართვის საბჭო ბრიტანული „კობრის“ ანალოგია. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ის უნდა მოვარგოთ და თავსებადი უნდა გავხადოთ იმ გამოწვევებთან, კრიზისებთან საბრძოლველად, რომლებიც ქვეყნის წინაშეც დგას“- განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია იმედს.
საქართველოს მთავრობა კრიზისების მართვის საბჭოს ცვლილებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აუცილებელი კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან, „გასატარებელი იქნება ისეთი ტიპის სისტემური ცვლილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან» აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა აბასთუმნის ხანძარზე საუბრისას.