ქართველმა მაშველებმა შავ ზღვაზე 24 საათში 12 ადამიანი გადაარჩინეს

© Sputnik / Seyran Baroyanშავი ზღვა შტორმის შემდეგ
შავი ზღვა შტორმის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად შტორმის შესახებ გაფრთხილებისა, შავი ზღვის კურორტებზე დამსვენებლები ზღვაში გასვლას მაინც განაგრძობენ

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათში ურეკსა და ფოთში 12 ადამიანი გადაარჩინეს, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.

ქართველი წყალზე მაშველები ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში წყალზე მაშველები მადლობის სიგელებით დააჯილდოეს

უწყების მონაცემებით, გადარჩენილთა შორისაა უცხოეთის ქვეყნების შვიდი მოქალაქე. მათგან ყველაზე უფროსი 73 წლის მამაკაცია აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე უმცროსი — 5 წლის ბიჭუნა.

ხუთშაბათს მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმის მდგომარეობა ამოქმედდა. შსს-ს მაშველები უწყვეტად ახორციელებდნენ სანაპირო ზოლის მონიტორინგს. ყველა პლაჟზე აღმართეს წითელი ალმები, რაც ბანაობის აკრძალვას ნიშნავს.

დღეს შტორმის გაფრთხილება მოიხსნა და პლაჟებზე წითელი თეთრმა ალმებმა შეცვალა — ანუ, ზღვაში ცურვა უსაფრთხოა.

ყველა ახალი ამბავი
0