არასამთავრობოებს სტრასბურგში გასაგზავნ მოსამართლეებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლიეების კანდიდატების შერჩევა არაობიექტურად მიმდინარეობდა., მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მენეჯერ გიორგი გვილავას.
არასამთავრობოებს სტრასბურგში გასაგზავნ მოსამართლეებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ

„არაობიექტურად შერჩევა იმიტომ მიმდინარეობდა, რომ წინასწარ განსაზღვრული იყო ვის უნდა მიეღო ხმები და ვინ უნდა გასულიყო. ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა ყოველ შემთხევაში“- განუცხადა გიორგი გვილავამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის  პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილების სურვილი  28  პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ  გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა. მათგან 7 კანდიდატს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. ქულათა დაჯამების შედეგად  გამოვლინდა  ოთხი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს: ლალი ფაფიაშვილი − 4.82; თამარ ალანია − 4.45; იოსებ ბაჩიაშვილი − 3.73; ოთარ სიჭინავა − 3.73;  ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილეა, ოთარ სიჭინავა კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

ყველა ახალი ამბავი
0